უცვლელად გთავაზობთ თხილის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა
|
„თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №185 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/04/2016, 300160070.10.003.019250) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“:
1. მე-6 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. მოთხოვნები ბიზნესოპერატორის მიმართ“. 2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ექსპორტისთვის განკუთვნილი გადამუშავებული თხილის გულის დამზადებას, ვალდებულია დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.
|
|
ყველა უფლება დაცულია