2023 წლის თებერვალში შპს ,,მენეჯმენტის სისტემების" ორგანიზებით ჩატარდა ISO 19011:2018-ის მოთხოვნების მიხედვით, შიდა აუდიტორის ტრენინგი. ტრენინგს ესწრებოდა შპს ,,მენეჯმენტის სისტემების" პარტნიორი, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სერტიფიცირებული ორგანიზაციები, რომლებთანაც მრავალწლიანი თანამშრომლობის საფუძველზე დანერგილია სხვადასხვა ISO სტანდარტები. ტრენინგის მიზანი იყო ISO 19011:2018-ის მოთხოვნების შესაბამისი შიდა აუდიტის დაგეგმვისა და ჩატარების სწავლება. შიდა აუდიტის პროცესის მაკორექტირებელი პროცედურების, გამაფრთხილებელი ქმედებებისა და შედეგიანი ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრა.
ყველა უფლება დაცულია