Logo

სივრცეში ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის მინიმალური მოთხოვნების ახალი ტექნიკური რეგლამენტის განხილვა

სივრცეში ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის მინიმალური მოთხოვნების ახალი ტექნიკური რეგლამენტის განხილვა

საქართველოს სსიპ  შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარ შრომის ინსპექტორი ბექა ფერაძესა და დამსაქმებელთა ასოციაციის წევრს კომპანიებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა სამუშაო სივრცეში ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის მინიმალური მოთხოვნების ახალი ტექნიკური რეგლამენტის განხილვას.

შეხვედრას საკონსულტაციო კომპანია მენეჯმენტის სისტემების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკონსულტაციო კომპანია მენეჯმენტის სისტემები სამუშაო გარემოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა ISO 45001-ს არაერთ კომპანიაში ნერგავს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის პროცესში თითოეულმა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს ადგილობრივი საკანონმდებლო მოთხოვნები.

შეხვედარში ბიზნეს სექტორის 50-მდე კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა და კითხვა-პასუხის რეჟიმში საშუალება ჰქონდათ მათთვის აქტუალურ საკითხებზე მიეღოთ პასუხები კომპეტენტური პირებისგან.

თარიღი

21.07.2022