Logo

შეხვედრა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს Deutsche Akkreditierungsstelle წარმომადგენლებთან

შეხვედრა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს Deutsche Akkreditierungsstelle წარმომადგენლებთან

საკონსულტაციო კომპანია „მენეჯმენტის სისტემებში“ ვიზიტით იმყოფებოდნენ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს Deutsche Akkreditierungsstelle (DAkkS) მაღალი მენეჯმენტი - დოქტორი ინგ სტეფან ფინკე - აღმასრულებელი დირექტორი, ქალბატონი ბარბარა პფუგბეილი - შეფასების მენეჯმენტის ხელმძღვანელი და ქალბატონი ჟანა კლინკი - საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი.

DAKKS - კომპანიების სერტიფიცირებას ეკონომიკის არაერთ სექტორში ახორციელებს. აკრედიტაციის საშუალებით ადასტურებენ, რომ ამ ორგანიზაციებს შეუძლიათ შეასრულონ თავიანთი სამუშაო კომპეტენტურად და საერთაშორისოდ მოქმედი სტანდარტების, სამართლებრივი ბაზებისა და შესაბამისი წესების მოთხოვნების შესაბამისად.

შეხვედრის ფარგლებში განიხილებოდა მენეჯმენტის სისტემებსა და DAKKS-ს შორის სამომავლოდ პარტნიორობის თემები.

შეხვედრას მასპინძლობდნენ „მენეჯმენტის სისტემების“ დირექტორი ელგუჯა მელაძე, საერთაშორისო სტანდარტების კონსულტანტი მაია გოგილაშვილი, პროექტების დირექტორი ნათია მაღლაკელიძე და სხვა მაღალი რგოლის მენეჯერები.

 

თარიღი

06.07.2022