Logo

ISO 27001 სასერტიფიკაციო აუდიტი საქართველოს ეროვნულ ბანკში

ISO 27001 სასერტიფიკაციო აუდიტი საქართველოს ეროვნულ ბანკში

მიმდინარე წლის ოქტომბერს, შპს ,,მენეჯმენტის სისტემების“ ორგანიზებით საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩატარდა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის სასერტიფიკაციო აუდიტი. საერთაშორისო სტანდარტის DIN EN ISO/IEC 27001: 2017-ის მიხედვით ჩატარებულ რამდენიმე დღიან აუდიტს, სასერტიფიკაციო ორგანოს გადაწყვეტილებით ატარებდა TUV SUD Management Service GmbH-ის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა ჯგუფი, გერმანელი აუდიტორის ხელმძღვანელობით.

საქართველოს ეროვნულ ბანკთან 7 წლიანი თანამშრომლობის საფუძველზე ჩატარებული აუდიტების მსგავსად წელსაც, აუდიტორების მხრიდან დადებითად შეფასდა ეროვნულ ბანკში არსებული სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისი ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემა. 

აუდიტის შედეგებიდან გამომდინარე, სასერტიფიკაციო ორგანოს მხრიდან გაცემულია რეკომენდაცია ეროვნული ბანკისთვის სერტიფიკატის მინიჭებაზე.

თარიღი

07.10.2021