საკონსულტაციო კომპანია „მენეჯმენტის სისტემების“ ორგანიზებით საინფორმაციო უსაფრთხოების სტანდარტით (ISO 27001) დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლები საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ორგანოს TUV-SUD-ის წარმომადგენელს, ვერნერ პოლერტს შეხვდნენ.
ვერნერ პოლერს გააჩნია 20 წლიანი გამოცდილება მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირების მიმართულებით. ის განსაკუთრებით სპეციალიზდება ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტზე (ISO/IEC 27001) ტელეკომუნიკაციისა და საფინანსო სექტორებში. ამდენად, მასთან პირისპირი შეხვედრა და გამოცდილების გაზიარება საინტერესო იყო ისეთი კომპანიებისთვის, რომლებსაც კლიენტების შესახებ ინფორმაციის დაცვა, კონფიდენციალობა და ადეკვატური კონტროლი მნიშვნელოვანია.
შეხვედრას უძღვებოდა “მენეჯმენტის სისტემების“ ინფორმაციული უსაფრთხოების მიქამართულების ხელმძღვანელი გიორგი იაშვილი.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, მონაწილეებმა განიხილეს სტანდარტის დანერგვის ეტაპზები, პროცესები, ვადები და სხვა პრაქტიკული და ტექნიკური საკითხები.
აღსანიშნავია, ISO 27001 სერტიფიკაციით კომპანიები ამტკიცებენ, რომ მინიმუმამდეა დაყვანილი საინფორმაციო სისტემაში შესაძლო საფრთხეების წარმოქმნა, ასევე შემცირებულია ბიზნეს რისკები და თავიდანაა აცილებული უცხო პირების მიერ სისტემაში შესვლა და ინფორმაციული აქტივების მზაკვრულად გამოყენება.
ყველა უფლება დაცულია