Logo

საქპატენტში ISO 9001:2015 სასერტიფიკაციო აუდიტი ჩატარდა

საქპატენტში ISO 9001:2015 სასერტიფიკაციო აუდიტი ჩატარდა

კომპანია „მენეჯმენტის სისტემები“ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს“ კონსულტაციას უწევს ISO სტანდარტის დანერგვისა და ISO 9001:2015 სერტიფიკატის მოპოვების პროცესში.

სასერტიფიკაციო აუდიტი გერმანული მასერტიფიცირებელი ორგანოს TUV SUD-ის საერთაშორისო აუდიტორებმა განახორციელეს.

აღნიშნული სტანდარტი - ხარისხის მართვის სისტემა მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რომელსაც სურს ეფექტურად განახორციელოს საქმიანობა. საქპატენტში დანერგილი ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემის უზრუნველყოფს უწყების საშემსრულებლო დისციპლინის ამაღლებას, სამუშაოს შედეგებზე პერსონალური პასუხისმგებლობის გაზრდას, საქპატენტის ყველა ძირითადი და დამხმარე სამუშაო პროცესების მოწესრიგებასა და სათანადო ორგანიზებას.

თარიღი

16.06.2021