Logo

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ ISO 9001:2015 სერტიფიკატი მოიპოვა

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ ISO 9001:2015 სერტიფიკატი მოიპოვა

საქართველოს უნივერსიტეტი პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელმაც სამართლის სფეროში საგანმანათლებლო მომსახურების განხორციელების, დაგეგმვის და უზრუნველყოფის მხრივ, მიიღო საერთაშორისო სასერტიფიკატო ორგანოს - TÜV SÜD-ს სერტიფიცირება ხარისხის მენეჯმენტის სტანდარტში - ISO 9001:2015.

მენეჯმენტის სისტემა უნივერსიტეტს აძლევს უპირატესობას, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე, რაც გულისხმობს:

 საერთაშორისო დონეზე ქვეყნებს შორის ბარიერების მოხსნას და ადგილობრივი თუ უცხოური კომპანიების თანაბარ კონკურენტულ პირობებში ჩაყენებას.


უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის დაჩქარებას და პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტების რიცხვის ზრდას
ადგილობრივ დონეზე საქართველოს უნივერსიტეტის სტაბილურობის, სანდოობისა და საიმედოობის გაზრდას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ინოვაციების დანერგვას.

საქართველოს უნივერსიტეტში სრული საკონსულტაციო მომსახურება "მენეჯმენტის სისტემების" საკონსლტაციო გუნდმა განახორციელა. 

თარიღი

10.12.2019