ISO 22000 სერტიფიკატს კომპანია მანნა ფლობს
პროდუქტების გადამამუშავებელი და დამფასოებელი საწარმო „მანნა“ ISO 22000 სტანდარტის მფლობელია. „მანნას“ დირექტორი ირაკლი ღურჭუმელია გადაცემაში "საქმიანი დილა" საუბრობს სურსათის უვნებლობის სტანდარტის მნიშვნელობის, დანერგვის პროცესის, იმ ბენეფიტებისა და უპირატესობების შესახებ, რომელსაც კომპანიას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მუშაობა აძლევს.
კომპანია "მანნა"-ში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის (ISO 22000) დანერგვა 2017 წელს დაიწყო "მენეჯმენტის სისტემების" მიერ და მისი სერტიფიცირება TUV SUD-ის აუდიტის შედეგად 2018 წლის იანვარში მოხდა.
- საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა საწარმოებისთვის ერთ-ერთი გამოწვევაა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრების ასათვისებლად. პირველ რიგში გვიამბეთ, როდის დადგა დღის წესრიგში ISO საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობა, რა გზა გაიარეთ და რა წინააღმდეგობები შეგხვდათ ამ პროცესში?
- დავიწყოთ იქიდან, თუ რას წარმოადგენს აისო. ISO 22000 არის სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც გულისხმობს ნედლეული შეძენიდან მომხმარებლამდე მიტანამდე მთელი პროცესის სტანდარტიზაციას. ეს საკმაოდ რთული პროცესია და ბევრ შრომას მოითხოვს. ჩვენმა კომპანიამ ამ სტანდარტის დანერგვა საწარმოს მშენებლობის ეტაპზევე დაიწყო. თავიდანვე გათვლილი გვქონდა, რომ თუ ექსპორტზე გასვლა გვინდა, ჩვენი პროდუქტი საერთაშორისო სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამისათვის ჩვენ მოვიწვიეთ კონსულტანტები. სხვათა შორის, თბილისში არის კომპანია „მენეჯმენტის სისტემები“, რომელიც TUV-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და მას საკმაოდ მაღალკვალიფიციური ექსპერტები ჰყავს. სწორედ მათი დახმარებით მოხდა ჯერ კიდევ 2017 წლის მარტში დავიწყეთ სტანდარტების დანერგვა მშენებლობის პარალელურად, რადგან თავად შენობა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ პროცესები ერთმანეთს ხელს არ უშლიდეს.
- რას ნიშნავს კომპანიისთვის ასეთი სერტიფიკატის არსებობა?
- სურსათის უვნებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს მენეჯმენტის პროცესში და ასევე იგი არის საბუთი იმისთვის, რომ პროდუქტი გავიდეს ექსპერტზე. გარდა ამისა ქართველ მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი პროდუქცია. მოგიყვებით კონკრეტულ მაგალითს - ჩვენი საწარმო 2017 წლის სექტემბერში გაიხსნა და ოქტომბრის ბოლოს მოგვიწია საზღვარგარეთ გამოფენაზე წასვლა. ჩვენმა პროდუქტმა დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა მინუსად დასახელდა, რომ არ გვქონდა საერთაშორისო (ISO) სერტიფიკატი. იანვარში სერტიფიკატის აღებისთანავე უამრავი შეკვეთა წამოვიდა ევროპიდან.
- ბ-ნო ირაკლი, ISO საერთაშორისო სტანდარტების არის თუ არა მენეჯმენტის და უმაღლესი საფეხური და წარმოადგენს თუ არა ე.წ უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ბაზრებზე?
- ჩათვალეთ, რომ ISO სერტიფიკატი და HACCP სისტემა სწორედ „უვიზო რეჟიმს“ წარმოადგენს. საკმარისი იყო ISO სერტიფიკატის აღება, რომ უცხოელი მომხმარებლები ჩვენკენ გადმორთულიყვნენ.
- იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ მშენებლობის ეტაპზევე გადაწყვიტეთ ISO სტანდარტების დანერგვა, მსურს, რომ შევადაროთ დანახარჯი და ბენებიტები, რაც ამ მიდგომამ მოუტანა საწარმოს. რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თავიდანვე ამგვარად, რომ არ დაგეგეგმათ წარმოება?
- კომპანიის აქციონერებმა წინასწარ გავთვალეთ, რომ გვიღირდა ცოტა მეტი ინვესტიციის ჩადება იმისთვის, რომ მიგვეღო ხარისხი. რესურსი დაგვჭირდა არა მხოლოდ სერტიფიკატის აღებაში, არამედ მის შენარჩუნებაშიც, რომელიც მაღალკვალიფიციურ კადრებს მოითხოვს.
- რომელ ქვეყნებში გადის ექსპორტზე „მანნას“ პროდუქცია და როგორია სამომავლო გეგმები?
- პროდუქცია გაგვაქვს რუსეთში, ჩეხეთში, მივდივართ გამოფენაზე დუბაიში, სადაც იმედი გვაქვს, რომ გავიტანთ პროდუქტს. გეზი აღებული გვაქვს აზიის ქვეყნებისკენ, ვინაიდან ჩაი აღმოსავლეთში უფრო პოპულარულია. სამომავლოდ, ასევე ვგეგმავთ აგრო მიმართულებით წარმოების ახალი პროექტების დაწყებას.