დაცულია თუ არა სახანძრო უსაფრთხოება საქართველოში მდებარე სავაჭრო და გასართობ ცენტრებში?
ქრონიკა ამ საკითხით რუსეთის ქალაქ კემეროვოში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ დაინტერესდა.
აღმოჩნდა, რომ ასეთ დაწესებულებებში უსაფრთხოება თანამედროვე სისტემებით კონტროლდება. თუმცა სპეციალისტები ხშირი ტრენინგების ჩატარების აუცილებლობაზეც საუბრობენ.
სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვია. ადგილზე მისულმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ტრაგედია გულგრილობისა და გაუფრთხილებლობის ბრალია.
ყველა უფლება დაცულია