ტრენინგი - ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტი
კომპანია „მენეჯმენტის სისტემებსა“ და მისი პარტნიორი ორგანიზაცია TUV SUD-ის მიერ გაიმართა ტრენინგი თემაზე - „ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტი“
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა შიდა აუდიტის პროცესის აწყობის, განხორციელების და შენარჩუნების სწავლება ISO 9001-ის შესაბამისად. შიდა აუდიტის პროეცესის მაკორექტირებელი პროცედურების, გამაფრთხილებელი ქმედებებისა და შედეგიანი ურთიერთდამოკიდებულობის აწყობა.
ტრენინგს უძღვებოდა TÜV SÜD-ის აუდიტორ-ექსპერტი.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა გააკეთეს ცოდნის შესამოწმებელი ტესტი, რომლის შედეგების საფუძველზე გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატი.
ტრენინგის თემატიკას წარმოადგენდა შემდეგი საკითხები:
- რისთვისაა საჭირო აუდიტი?
- შიდა აუდიტის ადგილი და მნიშვნელობა ხარისხის მენეჯმენტის სისტემაში;
- შიდა აუდიტის ხარისხის სტანდარტი ISO 19001;
- რა სახის დოკუმენტაცია, ჩანაწერები არის რეკომენდირებული ISO 19001 სტანდარტისთვის?
- აუდიტის პრინციპები;
- აუდიტის სახეები: პროდუქციის, პროცესის, პროცედურის, სისტემის აუდიტი;
- აუდიტის ტიპის არჩევა ხარისხის მენეჯმენტის სისტემაში;
- მართვის აუდიტის პროგრამები, კვალიფიკაციური აუდიტორების მოთხოვნები;
- პრაქტიკული სამუშაო <<იდეალური აუდიტორია>>;
- როგორ შევარჩიოთ აუდიტის ობიექტი მენეჯმენტის მართვის სისტემაში? დაგეგმვა და აუდიტის მომზადება, წლიური აუდიტის პროგრამის ფორმირება, აუდიტის
- კრიტერიუმების განსაზღვრა ხარისხის მენეჯმენტის ინტეგრირებულ სისტემაში;
- პრაქტიკული სამუშაო: «აუდიტის კრიტერიუმების განსაზღვრა»;
- პრაქტიკული სამუშაო: «შეკითხვების სიის გაკეთება»;
- აუდიტის ჩატარება: ადგილზე აუდიტის ეტაპები;
- გაცნობითი ხასიათის საუბრის პრინციპები, კომუნიკაციის თეორია, პირველი შეხედულება, შერჩევის მანძილი, კითხვის დასმის ტექნიკა: როგორ ვკითხოთ ,რომ «მოგვისმინონ»;
- პრაქტიკული სამუშაო: «აუდიტი», ინტერვიუს მეთოდი (კითხვებზე მუშაობა);
- აუდიტის კვლევის მეთოდები;
- პრაქტიკული სამუშაო : «აუდიტი», ინტერვიუს მეთოდების კომბინაცია და დოკუმენტების შეფასება;
- პრაქტიკული სამუშაო: «აუდიტი», დაკვირვების მეთოდი;
- აუდიტის დასრულება;
- აუდიტის შედეგების შეფასება;
- პროტესტის მართვა;
- პრაქტიკული სამუშაო: «აუდიტის დასკვნების ფორმირება»;
- პრაქტიკული სამუშაო: «პროტესტის მართვა»;
- ანგარიშის შედგენა, შიდა აუდიტის მეშვეობით სამომავლო ქმედებების განსაზღვრა, შიდა აუდიტისა და მისი შემდგომი მაკორექტირებელ და გამარფრთხილებელ ქმედებებათა შორის კავშირის დაგენა;
- პრაქტიკული სამუშაო: «შემდგომი ქმედება» გამოცდა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „მენეჯმენტის სისტემები“ სისტემატურად მართავს ტრენინგებს ISO სტანდარტების შესაბამისად სხვადასხვა თემატიკაზე, რომელსაც უძღვებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მოწვეული ექსპერტ-ტრენერები.
ტრენინგის ფოტოები - https://goo.gl/opU8Ut