საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია იწყებს ექსკლუზიურ კურსს ბიზნეს სექტორის მიერ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და მოთხოვნად თემაზე!
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო სატრენინგო ცენტრი, გთავაზობთ ერთობლივ ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერის გრძელლვადიან მოსამზადებელ ტრენინგ-კურსს, რომელიც მორგებულია როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ მოთხოვნებზე.
ტრენინგი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მომავალი ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოები მენეჯერებისთვის.
კომპანიების ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერებისთვის, ინჟინრებისთვის, შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირებისთვის.
ტრენინგი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიარონ პრაქტიკული მეცადინეობა უშუალოდ კომპანიებში და ადგილზე უკვე პრაკტიკაში მოახდინონ თეორიული ცოდნის გამოყენება.
• კომპანიაში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დანერგვას
ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
• საევაკუაციო გეგმის შედგენას;
• შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემებში ILO-OSH და OHSAS გარკვევა;
• ორგანიზაციაში, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სისტემის შეფასებას, რისკების ფაქტორების (F,T,К,B, E,H) განსაზღვრასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას მათი აღმოფხვრის მიზნით;
• შემთხვევებთან დაკავშირებული პირდაპირი და ფარული ხარჯების
იდენტიფიცირებას;
• რისკების მართვა და რისკების შეფასების შედეგების გამოყენებას;
• რისკების შეფასების დაგეგმვას, მომზადებასა და ჩეკლისტების შედგენას;
• ელექტროუსაფრთხოებასა და მის საფრთხეებში გარკვევას;
• ელექტრო იარაღების გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ტიპებში გარკვევას;
• ჩაკეტილ სივრცეში მოთხოვნილი უსაფრთხოების ღონისძიებების შესწავლასა და მათი გამოყენებას პრაქტიკაში;
• სტანდარტიზირებულ მოთხოვნებს სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობასთან დაკავშირებით;
• მოთხოვნებს სიმაღლეზე სამუშაოდ განკუთვნილი კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და დამხმარე აღჭურვილობებისადმი;
• უსაფრთხო კვანძებსა და მათ შეკვრას;
• ავტოკარის უსაფრთხო მუშაობასთან დაკავშირებული მოთხოვნებს.
ტრენინგი არის ორთვიანი (48 სთ), ჩატარდება კვირაში ორჯერ:
ორშაბათი, ხუთშაბათი (18:00 - 21:00სთ).
ტრენინგის დაწყების თარიღი: 30.10.2017წ
ტრენინგის დასრულების თარიღი: 21.12.2017წ
მის: ქ.თბილისის ბელიაშვილის N8, მიონის ბიზნეს ცენტრი,
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი.
ტრენინგის ღირებულება:
წევრი კომპანიებისთვის - 750 ლ
არაწევრი კომპანიებითვის - 950ვლ
ერთი კომპანიიდან ორი, ან მეტი მონაწილის შემთხვევაში
15%-იანი ფასდაკლება.
ტრენინგის დასრულებისას, ტესტირების გავლის შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, საერთაშორისო სატრენინგო ცენტრისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ერთობლივი სერტიფიკატი.
ყველა უფლება დაცულია