მენაშენეები მხარს უჭერენ თბილისის მერის ინიციატივას, სამშენებლო ობიექტებზე შრომითი უსაფრთხოების არასათანადოდ დაცვის შემთხვევაში სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, სამშენებლო სამუშაოებზე გარდაიცვალა 41 და მძიმედ დაშავდა 63 ადამიანი. მენაშენეები მიიჩნევენ, რომ ამ მიმართულებით დღეს არსებული რეგულაციები უკიდურესად ლოიალურია. ამას ემატება ამ რეგულაციების ადმინისტრირების სუსტი მექანიზმები, რის გამოც პრაქტიკულად ვერ ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების დაცვის ხარისხის მონიტორინგი.
„მენაშენეთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ ნებისმიერ ობიექტზე, სადაც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას თუნდაც მცირეოდენი საფრთხე ექმნება, უსაფრთხოების სტანდარტი მაქსიმუმამდე უნდა გაიზარდოს და ამ ნორმების უმკაცრესი მონიტორინგი უნდა განხორციელდეს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების მიერ. გამკაცრება აუცილებელია, თუმცა არსებობს თეორიული კორპუფციის რისკი - მაღალმა ჯარიბემა შესაძლოა გამოიწვიოს დიდი ცდუნება - როგორც მშენებლების ასევე ზედამხედველობის ინსპექტორების მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მშენებლებს აქ ერთიანი პოზიცია ქონდეთ და არ დაუშვან რაიმე სახის არაკეთილსინდისიერი გარიგებები. ჩვენი მხრივ ჩვენ შევეცდებით რომ ასეთი ეჭვების არსებობის შემთხვევაში ჩავაყენოთ მერია საქმის კურსში“, - აცხადებენ ასოციაციაში.
„თუ აქამდე მშენებლები მარტოვად იხდიდნენ 3,000 ლარს, 30,000 ლარი მძიმე სანქციაა. შესაბამისად, ჯარიმის გასაჩივრების ფაქტები უფრო ხშირად იქნება, თუმცა, ეს ნორმალური და კანონზომიერი პროცესია. აქ მნიშვნელოვანია, რომ გასაჩივრების დროს ზედმხედველობის ზემდგომმა ორგანომ ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღოს“, – მიაჩნიათ მენაშენეებს.
მენაშენეები, ეთანხმებიან რა თბილისის მერის ინიციატივას საჯარიმო სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, აღნიშნავენ რომ სტანდარტის აწევა და მაღალი ჯარიმების დაწესება უნდა მოხდეს ყველა იმ სფეროში, სადაც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან გვაქვს საქმე.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სტანდარტების აწევის გამოწვევას მენაშენეები ღირსეულად დაძლევენ, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს სტანდარტი, როგორც საჯარიმო სანქციის, ასევე მკაცრი მონიტორინგის უნდა აიწიოს ყველა სფეროში - დაწყებული არასწორად დაპარკინგებული მანქანიდან, რომელიც ფეხმავალის მოძრაობას უშლის ხელს და ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვიდან, დამთავრებული ქუჩაში ნაგვის დაყრით“, – მიაჩნიათ მენაშენეებს.
„წესრიგი მარტო მშენებლებმა კი არა, მთელმა საზოგადოებამ უნდა დაიცვას - ამ შემთხვევაში ქვეყანა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევს“, – აღნიშნავეენ „მენაშენეთა ასოციაციაში“.
დედაქალაქში სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების ინიციატივით თბილისის მერი კახა კალაძე გასულ კვირაში გამოვიდა და საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან 19 თებერვალს შეხვედრა გამართა. პარლამენტის სპიკერთან შეხვედრის შემდეგ კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მოქმედი კანონი, უსაფრთხოების წესების დარღვევაზე შეუსაბამოდ დაბალ სანქციებს აწესებს. ასევე, შეუსაბამოდ დაბალი სანქციებია დაწესებული უნებართვო მშენებლობებისა და შესაბამისი სამსახურების მიერ მშენებლობების შეჩერების დაუმორჩილებლობისთვის. წარმოდგენილი ცვლილებით კი, უსაფრთხოების წესების დარღვევაზე საჯარიმო თანხა 3 000 ლარიდან 30 000 ლარამდე