Logo

აკაკი ზოიძე დეპუტატებს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

აკაკი ზოიძე დეპუტატებს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე დეპუტატებს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ზოიძე გუშინ მშენებლობაზე მუშის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წლის დასაწყისიდან ეს 22-ე შემთხვევაა, რომელიც შრომის უსაფრთხოების სტანდარტების პრობლემას უკავშირდება.

„მთავრობის მიერ შემოტანილია ძალიან მნიშვნელოვანი კანონმდებლობა შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასთან და კონტროლთან დაკავშირებით, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან შესაძლებლობებს და მანდატს აძლევს შრომის ინსპექციას. კოლეგებს ვთხოვ, შესაბამის კომიტეტებში განხილვა ძალიან სწრაფად მოხდეს და შევძლოთ მივიღოთ ის პრევენციული მექანიზმი, რომელიც თავიდან 

აგვაცილებს ან მინიმუმდე შეამცირებს ასეთ რისკებს“, - განაცხადა ზოიძემ.


მისივე ინფორმაციით, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის გამო დაღუპულთა რაოდენობის მხრივ.

 

წყარო

თარიღი

09.07.2018