Logo

შრომის უსაფრთხოების სტანდარტები 50-მდე კომპანიაში შეამოწმეს

შრომის უსაფრთხოების სტანდარტები 50-მდე კომპანიაში შეამოწმეს

ეკონომიკისა და შრომის სამინისტროების წარმომადგენლებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა შრომის უსაფრთხოების სტანდარტები 50-მდე საწარმოში შეამოწმა. ამის შესახებ „საქმის კურსს“ ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ განუცხადა. 

მისი თქმით, სპეციალურმა ჯგუფმა მუშაობა ივნისიდან დაიწყო და წლის ბოლომდე მონიტორინგის ჩატარებას კიდევ გეგმავს. 

ელზა ჯგერენაია ამბობს, რომ სპეციალური კომისაი ამოწმებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს საწარმოში და გასცემს რეკომენდაციებს. კომისიას გადამოწმების ფუნქციაც აქვს. 

მისივე განმარტებით, მანამ, სანამ "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონი ამოქმედდება, ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონტროლი ამ მიმართულებით კონკრეტულმა სპეციალისტებმა განახორციელონ. 

ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სპეციალური კომისია მაისში ტყიბულში მომხმდარი უბედური შემთხვევის შემდეგ შეიქმნა, რის შედეგადაც 4 მეშახტე დაიღუპა.

 

წყარო

თარიღი

09.07.2018