როგორც პანკისის სათემო რადიომ გამოარკვია, ხეობაში სარეალიზაციო ხორცის შემოწმება არც მანამდე ხდებოდა და არც ახლა ხდება. ფერმერები ამის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ პანკისში არც სპეციალური სასაკლაოა და არც ლაბორატორია, სადაც ხორცის შემოწმება იქნებოდა შესაძლებელი.
რატომ არის ქუჩაში, შემოწმების გარეშე გაყიდული ხორცი ჯანმრთელობისთვის საშიში და რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს? როგორ აკონტროლებს სახელმწიფო, კონკრეტულად კი სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის უვნებლობას? მოწმდება თუ პანკისის ხეობაში სარეალიზაციო ხორცი? რა წესები უნდა დაიცვას ფერმერმა, ხორცის რეალიზატორმა იმისათვის, რომ ხორცი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იყოს?
სტუდიის სტუმარია (სატელეფონო ჩართვით):
ანა გემაზაშვილი – სურსათის უვნებლობის სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
სიუჟეტის ავტორია – დიანა გაურგაშვილი, გადაცემას უძღვება ნაზი დაქიშვილი.
წყარო