ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობისორგანიზაცია იწყებენ დისკუსიას საჯარო და კერძო სექტორებს შორის დარგის პოლიტიკის შესახებ საქართველოში სურსათის უვნებლობის და ხარისხის სტანდარტების ასამაღლებლად.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ევროპისრეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და სურსათისა და სოფლის მეურნეობის გაეროსორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, თბილისში სურსათის უვნებლობის ფორუმი „სურსათის უვნებლობასაქართველოში: გამოწვევები და შესაძლებლობები" გაიმართა. ფორუმს ესწრებოდნენ კერძო კომპანიების, სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ფორუმზე აქცენტი გაკეთდა სურსათის ხარისხისა და უვნებლობის სტანდარტებზე. ასევე ისაუბრეს სურსათის უვნებლობის გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაზე და განიხილეს მათი შესაძლო გავლენა ადგილობრივ აგრარულ კომპანიებსა და ფერმერებზე.
ფორუმი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით ნატროშვილმა, ევრობანკის კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეგიონების ინფრასტრუქტურისა და აგრარული წარმოების სამმართველოს უფროსმა, ევგენიასეროვამ გახსნეს.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და სურსათისა და სოფლის მეურნეობის გაეროსორგანიზაცია წლებია თანამშრომლობს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტებისგასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიის და კავკასიის ქვეყნებში. მათი გამოცდილებადაეხმარება საქართველოს თავისი სტანდარტების ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებაში, ადგილობრივად სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებაში და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაში. კარგი იქნებათუ აღნიშნული ორგანიზაციები და ქართული კომპანიები მჭიდროდ ითანამშრომლებენ და ჩვენიკომპანიებისთვის ევროსტანდარტებზე გადასვლა იოლად მოხდება", - განაცხადა დავით ნატროშვილმა.
ფორუმზე სამოცამდე ადგილობრივი აგრარული კომპანიისა და ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელებმა, სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს ქვეყნის სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ კანონმდებლობაში ამჟამად მიმდინარე ცვლილებებს და იმსჯელეს ქვეყნის სურსათის უვნებლობისა და მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესების საჭიროებაზე. ყველაზე მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის კოდექსში შეტანილი ცვლილებები. კოდექსი 2014 წლის გაზაფხულზე შევა ძალაში.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ფორუმის მიმდინარეობისას აღნიშნა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების" (DCFTA) პირობებიდან გამომდინარე, საქართველოს სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვის ვალდებულება აქვს. ახალ რეგულაციებზე გადასვლისა და ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესში მნიშვნელოვანია სრულყოფილი კომუნიკაცია არსებობდეს მთავრობას, ფერმერსა და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ მეწარმეებს შორის.
როგორც, ევრობანკის კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამაღნიშნა, „ევრობანკი მნიშვნელოვანი ინვესტორია საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში. კერძოსექტორის შემდგომი განვითარებისათვის ევრობანკის ძალისხმევის შესაბამისად, მნიშვნელოვანია გამოვლინდესისეთი სფეროები სოფლის მეურნეობის სექტორში, სადაც საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა სექტორის შემდგომიმოდერნიზაციის მიზნით და საუკეთესო საერთაშორისო პოლიტიკასთან და სტანდარტებთან დასაახლოებლად. ეს პოზიტიური ნაბიჯი იქნება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში საქართველოს სტანდარტების ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებისათვის. ასეთიმნიშვნელოვანი საკითხის განხილვა კერძო სექტორში მოქმედ მწარმოებლებთან და პოლიტიკისგანმსაზღვრელებთან ძალიან დროულია. ეს ხელს შეუწყობს გაუმჯობესდეს სოფლის მეურნეობის სექტორისმუშაობა და განვითარდეს სურსათის მიწოდების თანამედროვე არხები და საცალო ვაჭრობის ქსელი".
ფორუმის მიზანი იყო შეიქმნას საჯარო და კერძო სექტორებს შორის დარგის პოლიტიკაზე დიალოგის პლატფორმა, სადაც სოფლის მეურნეობის სექტორი და მთავრობა საფუძველს ჩაუყრიან თანამედროვე ღირებულებათა ჯაჭვებს და გაუმჯობესებულ საინვესტიციო გარემოს. ასევე უზრუნველყოფენ, რომ ახალი ღონისძიებები ეფექტურად და ინკლუზიურად განხორციელდეს.
„სურსათის უვნებლობა ერთ-ერთი კრიტიკული საკითხია სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვისდა ჩვენ ველით საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის შესაძლებლობას კერძო სექტორში მოქმედკომპანიებთან, მთავრობასა და სხვა დაინტერესებულ წრეებთან სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებისმიზნით", - განაცხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეგიონების ინფრასტრუქტურისა და აგრარული წარმოების სამმართველოს უფროსმა, ევგენია სეროვამ.
მან აღნიშნა, რომ „სურსათისა და სოფლის მეურნეობის გაეროს ორგანიზაციასა და ევრობანკს მდიდარიგამოცდილება აქვთ საჯარო და კერძო სექტორებს შორის დარგის პოლიტიკაზე დიალოგის ორგანიზებაში. ბევრქვეყანაში ჩაგვიტარებია მსგავსი ღონისძიებები და მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია სოფლისმეურნეობის სექტორში საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად. ამგვარი დისკუსიები გაგვიმართავსრუსეთსა და უკრაინაში ხორბლისა და რძის პროდუქტების თემაზე, სერბეთში ხორცისა და რძის პროდუქტებისწარმოებაზე, ყირგიზეთის სოფლის მეურნეობის სექტორის საინვესტიციო კლიმატსა და სხვა საკითხებზე".
საქართველოს სოფლის მეურნეობა და სურსათის წარმოება მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს დაექვემდებარება. ეს ფორუმი საეტაპო მოვლენა იყო დარგის წარმომადგენელთა გაერთიანების და მთავრობასთან აქტიური ურთიერთობის კუთხით. ფერმერებს და კომპანიებს შეუძლიათ ამ ცვლილებებით ისარგებლონ, აწარმოონ და ივაჭრონ უვნებელი საკვები პროდუქტებით, რათა ბაზარზე უფრო მძლავრად წარმოჩინდნენ.
ევრობანკი უმსხვილესი ინვესტორია საქართველოს კერძო სექტორში. 2014 წლის იანვრის მდგომარეობით ევრობანკს ქვეყანაში ინვესტირებული აქვს €1.83 მილიარდზე მეტი ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში განხორციელებული 165 პროექტის საშუალებით.
წყარო
ყველა უფლება დაცულია