Logo

Global G.A.P.

Global G.A.P. - სურსათის უვნებლობის სისტემა

ფერმერული მეურნეობებისთვის „უსაფრთხო პროდუქტი ფერმიდან სუფრამდე“ თუ სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურები არ არის გააზრებული, დანერგილი და გამოყენებული წარმოებაში ჩართული ყველა მხარის მიერ, არა მხოლოდ ხარისხი დგება რისკის ქვეშ, არამედ მთლიანად კომპანიის რეპუტაცია და ბრენდი.

Global G.A.P. ფართოდ არის აღიარებული და მიღებული ფერმერებისა და ფერმერული გაერთიანებებისთვის. ჩვენი კვალიფიციური და გამოცდილი კონსულტანტები დაგეხმარებიან სურსათის უვნებლობის სისტემის შემუშავებასა და დანერგვაში, რომელიც მოიცავს:

• ტრეინინგებს და კონსულტაციებს Global G.A.P. –ის მოთხოვნების მიხედვით;

• სურსათის უვნებლობის სისტემის დოკუმენტაციის შემუშავებას;

• შეუსაბამობების გამოვლენის მიზნით შიდა აუდიტების ჩატარებას;

• მაკორექტირებელი და გამაფრთხილებელი ქმედებების დაგეგმვას და მათი განხორციელების შეფასებას;

• სასერტიფიკაციო აუდიტის ორგანიზებას.