Logo

ISO 45001

ISO 45001 - სამუშაო გარემოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა

ISO 45001 არის სტანდარტი, რომელიც გამოიყენება სამუშაო გარემოს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მართვისათვის. სისტემა საშუალებას აძლევს ორგანიზაციას აკონტროლოს ამ სამუშაო გარემოში არსებული რისკები და გააუმჯობესოს კონტროლის შედეგიანობა. სტანდარტი მოითხოვს სისტემურ მიდგომას საფრთხეების იდენტიფიკაციის, ანალიზის, შეფასების რისკის დონის დადგენის და კრიზისული სიტუაციების მართვის მიმართ.

ISO 45001 -ის მოთხოვნების მიხედვით შექმნილი და დანერგილი სისტემა შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ. ხშირ შემთხვევაში, კონტრაქტორებს ISO 45001 -ის სისტემის სერტიფიკაციას სთხოვენ საერთაშორისო კომპანიები, პარტნიორები და კლიენტები.

„მენეჯმენტის სისტემები“ კომპანიებს სთავაზობს ტრენინგებს შრომის უსაფრთხოების თემატიკაზე: „რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე“, „სახანძრო უსაფრთხოება და ხანძართან ბრძოლა“, „სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობა“ და სხვ.