ISO 14001:2015 - გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემა
ეს არის სისტემა, რომელიც დაეხმარება თქვენს ორგანიზაციას გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ეკოლოგიური ასპექტების რისკების იდენტიფიცირებასა და შეფასებაში. სტანდარტი ძირითადად ეფუძნება ISO 9001 სტანდარტის მოთხოვნებს და ბიზნესის ეფექტური მართვის პროცესში ითვალისწინებს საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების საკითხებს.
ISO 14001:2015-ის დანერგვით დაუმტკიცეთ თქვენს მომხმარებელს, რომ:
I. თქვენ ზრუნავთ გარემოზე;
II. თქვენი პროდუქცია და მომსახურება მინიმალურ ზეგავლენას ახდენს გარემოზე.
ISO 14001:2015-ის მიხედვით შემუშავებული სისტემა შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა ორგანიზაციამ, რათა მიიღოს უპირატესობები. განსაკუთრებით მაშინ, თუ თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაცეიბთან ან კლიენტებთან, რომლებიც აფასებენ საქმიანობის პროცესში "მწვანე მიდგომებს".
„მენეჯმენტის სისტემები“ განსაკუთრებით აქტიურად თანამშრომლობს ენერგეტიკის სექტორში წარმოდგენილ კომპანიებთან ISO 14001:2015 სტანდარტის დანერგვის მიმართულებით.
ყველა უფლება დაცულია