Logo

შემუშავება

I. GAP Analysis - "არსებული მდგომარეობის ანალიზი" საშუალებას მოგცემთ დაადგინოთ სხვაობა, თქვენი ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემის არსებულ პრაქტიკასა და ISO-ს საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს შორის. შედეგად, თქვენ შეძლებთ დაგეგმოთ ღონისძიებები, რომელთა გატარება დაგჭირდებათ სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის მისაღწევად.

II. თანამშრომლების მომზადება -ნებისმიერი მენეჯმენტის სისტემის დასანერგად და მის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია, ორგანიზაციას ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომლები, რომლებიც ერკვევიან სტანდარტის მოთხოვნებში და შეუძლიათ მათი საქმიანობა და პროცესები აკონტროლონ მენეჯმენტის სისტემის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. ამ მიზნით სერთაშორისო კონსულტანტები უზრუნველყოფენ ტრენინგებს, როგორც კომპანიის ბაზაზე, ისე ჩვენს ტრენინგ ცენტრში.

III. სისტემის შემუშავება - სტანდარტების შესაბამისად მენეჯმენტის სისტემის შესამუშავებლად, თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ მენეჯმენტის სისტემის ელემენტების შემოღება, როგორებიცაა რისკებზე დაფუძნებული ხედვა, სისტემის მონიტორინგი, ანალიზი და შედეგების შეფასება, შიდა აუდიტი, მენეჯმენტის სისტემის მიმოხილვა, შეუსაბამობების კონტროლი, კორექცია, მაკორექტირებელი ღონისძიებები და სხვა.