ISO 50001 - ენერგო-ეფექტურობის მენეჯმენტის სისტემა
ISO 50001 არის სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ნებაყოფლობითი სტანდარტი და აყალიბებს მოთხოვნებს და რეკომენდაციებს ენერგო-ეფექტურობის მენეჯმენტის სისტემის მიმართ (EnMS). იგი ეფუძნება სხვადასხვა ეროვნულ და რეგიონულ სტანდარტს. ISO 50001 სტანდარტი წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს საკონტროლო წერტილების დადგენის, გაზომვების, დოკუმენტირების, ენერგო-ეფექტურობის მდგომარეობის, აგრეთვე ახალი ენერგო-ეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის პრიორიტეტების შესახებ.
ვის შეუძლია გამოიყენოს ISO 50001?
ISO 50001 აყალიბებს სტრუქტურას ინდუსტრიული ფაბრიკა-ქარხნებისთვის; კომერციული, ინსტიტუციონალური და სახელმწიფო ობიექტების და ყველა სხვა ორგანიზაციისთვის, რათა მართონ ენერგია ეფექტურად.
ყველა უფლება დაცულია