Logo

IFS

IFS - სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა

IFS სურსათის სტანდარტი არის სურსათის უვნებლობის გლობალური ინიციატივის (GFSI) მიერ აღიარებული სტანდარტი და გამოიყენება სურსათის მწარმოებლების აუდიტისათვის. იგი ფოკუსირდება სურსათის უვნებლობაზე და პროცესებისა და პროდუქტების ხარისხზე. IFS შემუშავებულია სურსათის მწარმოებელი კომპანიებისა და იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ სასურსათო პროდუქტების შეფუთვას.

IFS გამოიყენება სურსათის წარმოების და შეფუთვის დროს დაბინძურების საფრთხის კონტროლისათვის. სტანდარტი მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტიპის სურსათის მწარმოებლების, განსაკუთრებით კი, სავაჭრო მარკის მფლობელებისთვის. სტანდარტი ხელს უწყობს წარმოების და მარკეტინგის მიმართულებებს, მიმართონ თავიანთი ძალისხმევა ბრენდის უვნებლობისა და ხარისხისაკენ.

ვის შეუძლია გამოიყენოს IFS?

IFS სტანდარტი შეიძლება გამოყენებულ იქნას სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც სურთ, მიაღწიონ ბრენდის მაღალ ხარისხს.