Logo

„გუდვილის“ სურსათის უვნებლობის სტანდარტი

„გუდვილის“ სურსათის უვნებლობის სტანდარტი

ქართულ სავაჭრო ქსელებს შორის "გუდვილი" პირველია, რომელმაც ჯერ კიდევ 2009 წელს მიიღო ასეთი მაღალი კატეგორიის სერთიფიკატი, როგორიცაა ISO 9001:2008 და ნებაყოფლობით დანერგა HACCP-ის სისტემა (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) სურსათის უვნებლობის მიმართულებით, რაც შემდგომში სახელმწიფოს მხრიდან კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიებისათვის აუცილებელი მოთხოვნა  გახდა.

 

ამჟამად “გუდვილი“ უმაღლესი კატეგორიის სურსათის უვნებლობის სტანდარტის დამდასტურებელი სერტიფიკატის ISO 22000 მფლობელია. ეს სერთიფიკატი მომხმარებლისათვის წარმოადგენს კომპანიის მიერ წარმოებული და მიწოდებული პეოდუქციისა და მომსახურების მაღალი ხარისხისა და ჯანმრთელობისათვის უვნებლობის გარანტს.

 

გუდვილში სასერტიფიკაციო აუდიტი გერმანულმა ჰოლდინგმა TUV_SUD-მა განახორციელა.

 

თარიღი

31.05.2018