Logo

ლაბორატორია მრჩეველი ISO სერტიფიკატის მფლობელია

ლაბორატორია მრჩეველი ISO სერტიფიკატის მფლობელია

ISO 9001 (International Standardization Organization) ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტია.  სერტიფიკატის ფლობა უზრუნველყოფს  ორგანიზაციის საქმიანობის  შესაბამისობას საერთაშორისო ნორმებთან როგორც სამედიცინო, ისე მენეჯმენტის კუთხით.  

2013 წლის იანვრიდან ლაბორატორია ”მრჩეველი”  სერტიფიცირებულია ISO 9001 -ით,  რაც გულისხმობს:

”მრჩეველი” ორიენტირებულია, დაწესებული სტანდარტების მიხედვით  შეინარჩუნოს ლაბორატორიული კვლევების, მომსახურებისა და  ინფრასტრუქტურის ხარისხი, მუდმივად იზრუნოს მის  გაუმჯობესებაზე.  

SO 9001-ის სტანდარტის მიხედვით სერთიფიცირებულ კომპანიებში ყოველწლიურად ტარდება გარე აუდიტი, 3 წელიწადში ერთხელ ხდება რესერთიფიცირება და ახალი სერთიფიკატის მინიჭება. 

 
2015 წელს 4 დეკემბერს შპს „ლაბორატორია მრჩეველმა“ (,,მრჩეველი–ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის” ადგილობრივი ლაბორატორია) გაიარა ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ISO 9001 რესერთიფიცირება.

 
TUV SUD-ის მიერ ჩატარებულმა აუდიტმა აჩვენა, რომ ლაბორატორია მრჩეველი სრულად აკმაყოფილებს ISO 9001 სტანდარტის მოთხოვნებს. 

ლაბორატორიას სტანდარტის შემუშავებისა და დანერგვის კუთხით სრული საკონსულაციო მომსახურება "მენეჯმენტის სისტემებმა" გაუწია. ხოლო სასერტიფიკაციო აუდიტი და სერტიფიცირება TUV SUD-ის ექსპერტებმა განახორციელეს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში TUV SUD-ის ერთადერთი ოფიციალური პარტნიორი შპს "მენეჯმენტის სისტემებია".

თარიღი

22.03.2018