Logo

თეგეტა მოტორსი ISO სერტიფიკატს მფლობს

თეგეტა მოტორსი ISO სერტიფიკატს მფლობს

„თეგეტა მოტორსი“ პირველი ქართული კომპანიაა  ავტომობილების გაყიდვისა და მომსახურების სფეროში რომელმაც ISO სტანდარტი დანერგა და შესაბამისად ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატი ISO 9001:2015 მიიღო. „თეგეტა მოტორსი“ ავტომობილების გაყიდვისა და მათი შემდგომი მომსახურების, სათადარიგო ნაწილების, საბურავების, საცხებ-საპოხი მასალების იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში მოღვაწეობს. სტრუქტურული რგოლების შემოწმების და სამუშაო პროცესის გაკონტროლების შედეგად კომპანიამ მიიღო ხარისხის მართვის სერთიფიკატი.

„თეგეტა მოტორსი“ მუდმივად ზრუნავს ტექნოლოგიურ განვითარებაზე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მხარდაჭერით, მათი ცოდნა-გამოცდილების გაზიარებით და საკუთარ საქმიანობაში დანერგვით. კომპანია მუდმივად მაღალ ხარისხზეა ორიენტირებული,  რაზეც მეტყველებს მისი სლოგანი „დროა აირჩიო ხარისხი“. უმაღლესი დონის მომსახურებამ და საერთაშორისო სტანდარტების სერვის ცენტრებმა განაპირობა, რომ „თეგეტა მოტორსი” პირველად საქართველოში, ავტომობილების გაყიდვისა და მომსახურების სფეროში ჯერ ISO 9001:2000, შემდეგ ISO 9001:2008, ხოლო დღეს უკვე ISO 9001:2015 სერთიფიკატის მფლობელია.

თეგეტა მოტორსმა კომპანია „მენეჯმენტის სისტემების“ კონსულტაციებისა და ევროპის უმსხვილესი მასერტიფიცირებელი ორგანოს TUV SUD_ის აუდიტების შედეგად შეძლო ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვება.

 

თარიღი

22.03.2018