Logo

სურსათის უვნებლობის სტანდარტები ჩირინამ და ივერიამ დანერგეს

სურსათის უვნებლობის სტანდარტები ჩირინამ და ივერიამ დანერგეს

ევროპასთან ასოცირების შეთანხმების შემდეგ საერთაშორისო სტანდარტების სერტიფიკატების მიღება ქართული საწარმოებისთვის მნიშვნელოვანი გახდა. ამის მიზეზი საერთაშორისო და კერძოდ,  ევროპის ბაზრებზე პროდუქციის გატანის ახალი, გამარტივებული შესაძლებლობაა. საქართველოში კომპანია მენეჯმენტის სისტემები უკვე რამდენიმე წელია ქართულ კომპანიებს სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის დანერგვაში ეხმარება.

 

სურსათის გადამუშავების სფეროში  მრავალი სტანდარტი არსებობს, ამ რეგიონში ყველაზე გავრცელებულია ISO 22000, როგორც მას უწოდებენ - სურსათის უვნებლობის მართვის სქემა.  ISO 22000 სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტია, რომელიც   მსოფლიო დონეზეა აღიარებული სხვადასხვა მსხვილი საცალო ქსელების და მსხვილი საერთაშორისო მწარმოებლების მიერ. ეს არის ის სტანდარტი, რომელსაც  მსხვილი მწარმოებლები თხოვენ თავიანთ მომწოდებლებს.

ISO 22000 არის პირველი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც შეუძლია გამოიყენოს სასურსათო ჯაჭვის ყველა მონაწილემ "ფერმიდან სუფრამდე". მათ შორის არასაკვები პროდუქტების მწარმოებელ და მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს, როგორებიცაა დალაგება-დასუფთავება, მოწყობილობა-დანადგარების წარმოება და სატრანსპორტო კომპანიები. იგი წარმოაჩენს საწარმოს ვალდებულებებს - მართონ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საფრთხეები და საჯაროდ/ღიად განაცხადონ ამის შესახებ.

საქართველოში საკონსულტაციო სექტორში ყველაზე დიდი ისტორიის მქონე კომპანია „მენეჯმენტის სისტემებში“ ისაუბრეს იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც საწარმოებს მრავალწლიანი გამოცდილებისა და საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ორგანოების საშუალებით სთავაზობენ, რათა კომპანიებმა ISO სტანდარტების დანერგვით მიუახლოვდნენ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს.

ხოლო სურსათის უვნებლობის სტანდარტის დანერგვის პროცედურებს კომპანია მენეჯმენტის სისტემებისა და მისი პარტნიორტი ორგანიზაცია TUV SUD-ის მიერ სერტიფიცირებული საწარმოების „ივერიასა“ და „ჩირინას“ მაგალითზე იხილეთ BMG-ს მიერ მომზადებულ სიუჟეტში.  მათ მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო დონის კონსულტანტების ჩართულობით დანერგეს კომპანიებში სურსათის უვნებლობის სისტემები. 

 

 

 

თარიღი

25.01.2018