Logo

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია შრომის უსაფრთხოების მენჯერების გრძელვადიან მომსამზადებელ კურსებს იწყებს

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია შრომის უსაფრთხოების მენჯერების გრძელვადიან მომსამზადებელ კურსებს იწყებს

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე იწყებს გრძელვადიან სატრენინგო კურსს ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერების მოსამზადებლად. აღნიშნული სატრენინგო კურსზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის მოთხოვნების საფუძველზე შექმნა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი და გაამკაცრა რეგულაციები ამ მიმართულებით. 

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ითვალისწინებს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც აღმოჩნდენ კომპანიები და აძლიერებს თანამშრომლობას კერძო სექტორთან შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. კეროდ, კონსულტაციების, აუდიტის, კადრების მომზადება-გადამზადებისა შედეგად ასოციაციის წევრი კომპანიები მომზადებულები შეხვდებიან ახალი რეგულაციების აღსრულებას. 

შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მენეჯერების კვალიფიკაცია კრიიტიკულად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით, ამიტომ ასოციაციამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო სატრენინგო ცენტრის (ITC ILO) ექსპერტებტან ერთად შეიმუშავა მენეჯერების გადასამზადებელი 2 თვიანი კურსი, რომლის მიზანია კომპანიების ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერებისთვის, საჭირო კომპეტენციების განვითარება ორგანიზაციაში ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების ეფექტური მართვისთვის. ტრენინგი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას - მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიარონ პრაქტიკული მეცადინეობა უშუალოდ კომპანიებში და ადგილზე, პრაკტიკაში მოახდინონ თეორიული ცოდნის გამოყენება. 

ტრენინგის მოდულები: 
• პირველადი სამედიცინო დახმარება; 
• ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების 
• საკანონმდებლო მიმოხილვა; 
• სახანძრო უსაფრთხოება და ხანძართან ბრძოლა; 
• რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე; 
• ჩაკეტილ სივრცეში მუშაობა; 
• ელექტროუსაფრთხოება; 
• სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობა; 
• ავტოკარის უსაფრთხოდ მუშაობა; 

ტრენინგს კურსი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში 30 ოქტომბერს დაიწყება და მას გაუძღვებიან შრომის უსაფრთხოების საკითებზე საერთაშორისო კვალიფიკაციის ექსპერტები და ტრენერები. კურსებზე დასწრებით დაინტერესების შემთხვევაში კომპანიებმა უნდა მიმართონ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას (office@employer.ge). 

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრისა (ITC ILO) და GEA_ს სერტიფიკატი. 

(R) 

თარიღი

12.07.2018