Logo

შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევა თუ უბედური შემთხვევა ტყიბულის მაღაროში

შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევა თუ უბედური შემთხვევა ტყიბულის მაღაროში

7 ოქტომბერს ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში ერთ-ერთი დასაქმებული  გარდაცვლილი იპოვეს. იგი  მაღაროში აირის შემდაგენლობას აკონტროლებდა. შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მომხდარს ადგილზე იკვლევს  ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი.

მაღაროში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესასწავლად მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის მიმართვის საფუძველზე სპეციალური კომისიაც შეიქმენა. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი – შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა – დამსაქმებლები და დაღუპულის ოჯახის წევრები ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

სინქრონები:

  • გუჯერი გვენეტაძე – “საქნახშირის”  შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის განყოფილების უფროსი;
  • ნ.კ.  – გარდაცვლილის შვილი;
  • ელზა ჯგერენაია  –   ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.

წყარო

თარიღი

09.07.2018